Tuesday 9 July 2013

ხშირად ვფიქრობ რა არის მთავარი :)  (მთავარზე ნიკო მაკიაველი მახსენდება ხშირად, ნუ ეგ არაფერი)  აი რაც შეეხება იმას თუ რა არის მთავარი ადამიანში ხშირად ვამბობ რომ გემოვნება, ის თუ რა  მუსიკას უსმენს რას კითხულობს, რომელი საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარია და ასე შემდეგ :)
თუმცა ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ტოლერანტობაზე.. ჩემში ღრმად აქვს ფესვები გადგმულ ადამიანებისადმი განურჩეველ სიყვარულს და სიმპათიას, თუმცა  მხვდებიან  ხშირად ისეთები (რაც მეტად გულსატკენია) რომლებიც ადამიანებს აჯგუფებენ "ბრბოდ" "სასტავებად" "ძერსკებად" "მახინჯებად" "ლამაზებად"... საშინლად მეჩვენება ეს დაყოფა..
ადამიანი თავისი ინდივიდუალური გამოვლინებებით იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანია, მიჭირს ხოლმე გამორჩევა რომელია უკეთესი..
ზოგიერთი უსაზღვროდ  ნიჭიერია..ზოგი მეტად მშვენერი.. სათნო.. ერთგული.. მორწმუნე.. გემოვნებიანი... ჭკვიანი.. გადასარევი..<3
სამწუხაროა რომ ადამიანთან შეხვედრისას პირველად ნაკლის ძებნას ვიწყებთ და არ ვუკვირდებით მის აღმატებულ მხარეებს :)) თვალებში სხივს და ასე შემდეგ..
ქვეყანაში ჰუმანურობის დონე განსაზღვრავს შიდა კულტურულ–ეკონომიკურ მდგომარეობას. რელიგიაც (წესით) ამას უნდა ქადაგებდეს,რომ შენისთანას შეყვარება იოლია, ნამდვილი კი განსხვავებულის სიყვარულია :) ისეთი უბრალო და უანგარო..
როგორც მოდილიანი ამბობდა "ადამიანი მთელი სამყაროა, ზოგჯერ ყოველგვარ სამყაროზე უკეთესი"
მიყვარხართ..ისეთები როგორეიც ხართ, მოგწონთ თუ არა ეს ბლოგი, გიყვართ თუ არა ვინმე.. შენ პირადათ საუკეთესო ხარ! გამორჩეული და განსაკუთრებული!